ვახტანგ გოგოხიას გეგმა, გამოიმუშავოს კრიპტოვალუტა კიბერსივრცის მიწისქვეშეთიდან, „ძველი სკოლის“ მწარმოებლების ნაცნობ სტრატეგიას ეყრდნობა, რომლებიც დიდ ენერგიას მოიხმარენ - რაც უფრო იაფი იქნება საწვავი, მით უკეთესი, - წერს Bloomberg-ი.
ამიტომაც გოგოხიამ, რომელიც არის სტარტაპის Golden Fleece (ოქროს საწმისი) ხელმძღვანელი, საქართველოში დანგრევის პირას მისულ საბჭოთა დროის ტრაქტორების ქარხანაში ჩადგა სატვირთო კონტეინერი ჩინეთში დამზადებული კომპიუტერებით. მისი სერვერები ყოველ დღე 24 საათი მუშაობს, ვინაიდან აქვს წვდომა იაფ ელექტროენერგიაზე, რომელიც გამომუშავდება კავკასიის მთების მდინარეებიდან. გარდა ამისა, არსებობს მზის პანელებისა და ქარის ტურბინების დაყენების გეგმები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ციფრული ვალუტის, მაგალითად, ბიტკოინის მაინინგისთვის განახლებადი ენერგია პრივილეგირებული ხდება, რადგან მათი ღირებულება იმატებს, ინდუსტრია კი უფრო მეტ გამოთვლით შესაძლებლობებს ეძებს. მაშინ, როცა ტრადიციული საწვავი, მაგალითად, ქვანახშირი, სამომსახურებლო ქსელისთვის ძირითად პროდუქტად რჩება, დიდი მაინერები, როგორებიც არიან Bitmain Technologies Ltd., HIVE Blockchain Technologies Ltd. და Bitfury Group სუფთა ენერგიას ანიჭებენ უპირატესობას ისეთ ადგილებში, როგორებიცაა კანადა, ისლანდია და პარაგვაი. ამ გზით იტყუებენ ინვესტორებს, რომლებიც ინდუსტრიის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი აფიქრებთ.
„იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის სიმდიდრე მოგვეპოვებინა, ავიღეთ გამოწვევა აგვეშენებინა იაფი, მწვანე და მდგრადი მაინინგის ფერმები საქართველოში“ - ამბობს გოგოხია, Golden Fleece-ის 28 წლის აღმასრულებელი დირექტორი.
ადვილია იმის დანახვა, თუ რატომ იქცევენ ენერგეტიკული წყაროები სულ უფრო მეტ ყურადღებას. ახალი ბლოკჩეინების შექმნისთვის გამოთვლითი სირთულეების ზრდა, დაშიფრული ციფრული წიგნები, რომლებიც კრიპტოვალუტაზეა დაბჯენილი კიდევ უფრო ძლიერ კომპიუტერებს საჭიროებენ. ბევრ დიდ სერვერების ფერმას ესაჭიროება ჰაერის კონდიცირების სისტემა, რათა არ გადახურდეს. გასულ წელს ინდუსტრიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის რვაჯერ აიზარდა და მისმა ხარჯმა შესაძლოა, შეადგინოს შემოსავლის 30-დან 60%, Bloomberg New Energy Finance-ის შეფასებით.
ქრისტიან კატალინი, რომელიც არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში Cryptoeconomics Lab-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ ელექტროენერგიის ფასი მაინინგის ადგილზეა დამოკიდებული და თუ ფასი ელექტროენეგრიაზე ერთ ადგილას გაიზრდება, მაინინგი სხვა ადგილას გადაინაცვლებს.
გასული წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის შექმნა თითქმის ყველგან უფრო მომგებიანი გახდა, რადგან ფასები გაიზარდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით მაინინგის გაფართოება გამოიწვია. მხოლოდ ბიტკოინი დეკემბერში 325 მილიარდ დოლარად შეფასდა. მაშინ როცა წლის დასაწყისში მისი ფასი 800 აშშ დოლარზე ნაკლები იყო და 20 000 დოლარამდე გაიზარდა, Wal-Mart Stores Inc.-ის ბაზრის კაპიტალიზაციას გადააჭარბა.
იმისათვის, რომ შეიქმნას და შენარჩუნდეს ბიტკოინები, კომპიუტერებს ყოველდღიურად ესაჭიროება იმდენი ელექტროენერგია, რამდენიც სრული დატვირთვის სამუშაოდ 30 ბირთვული ენერგიის რეაქტორს. მაშინ როცა ტექნოლოგიები კრიპტოვალუტის შესაქმნელად შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს და ნაკლები ენერგია მოითხოვოს, ელექტროენერგიაზე ხარჯი მთავარ საფიქრალად რჩება მაინერებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ თვეში ბიტკოინის ფასი 8 000 დოლარს ჩამოსცდა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ რისკების გათვალისიწინებით, რაც ფასების რყევას მოაქვს, ძველი ოპერაციების ნაწილი მარეგულირებლებისა და ინვესტორების მხრიდან წნეხის ქვეშ მოექცა, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ელექტროენერგიის ფასები დაბალია.
მაგალითად ჩინეთია მოყვანილი, მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი მწარმოებელი, სადაც სასერვერო ფერმებიდან ბევრი იაფ ენერგიას მოიხმარს, რისი წყაროც ქვანახშირის ქარხნებია. ეს დაბინძურებას იწვევს, ამიტომ მთავრობამ ინდუსტრიები აიძულა შეეზღუდათ ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, რაც კლიმატის დათბობას იწვევს, ასევე დამატებითი გადასახადები შემოიღეს, რათა მეტად გააკონტროლონ ციფრული ვალუტის ოპერაციები.
„პერპექტივაში ახალი შეზღუდვების დაწესების გამო ჩინეთში, ინვესტორები ახალ ადგილს ეძებენ. საქართველოში, რომელიც ელექტროენერგიის სამ მეოთხედს ჰიდროელექტრო სადგურებიდან იღებს, Golden Fleece საათში მეგავატისთვის 50 დოლარს გადაიხდის, რაც ბევრად დაბალია მსოფლიოში არსებულ საშუალო გადასახადზე - 121 დოლარის ოდენობით. ისლადიაში და შვეიცარიაში კიდევ უფრო იაფი ღირს, მაშინ როცა ჩინეთსა და პარაგვაიში გადასახადი მსოფლიო საშუალოს ნახევარია“ - ნათქვამია სტატიაში.
„მაინინგი სუფთა ენერგიის გამოყენებით შესაძლებელია იმ ადგილებში“ - თქვა გი ლეინმა, ავსტრალიაში არსებული არაკომერციული Long Future Foundation-ის დირექტორმა. ფონდი სტიმულირებას უწევს პლანეტის დაცვის იდეას და სწავლობს კრიპტოვალუტის გავლენას გარემოზე.
ვინაიდან ტექნოლოგიები განვითარდა და ფასები დაეცა, ინდუსტრიის ენთუზიაზმი სუფთა ენერგიის მოპოვებაში გაიზარდა იმ დროს, როცა განახლებადი ენერგია გახდა არსებითი მომსახურების ბადეში მსოფლიოს მასშტაბით. გასულ წელს, შეერთებულ შტატებში ელექტროენერგიით მარაგის 17% ქარისა და მზის ენერგიაზე მოდიოდა, რამაც, როგორც მტავრობის მონაცემები აჩვენებს, ქვანახშირზე მოთხოვნა შეამცირა.
BNEF-ის შეფასებით, 2040 წლისთვის ახალ ენერგეტიკულ პროექტებზე დახარჯული ყოველი 10 აშშ დოლარიდან 9 განახლებად ენერგიას მოხმარდება. სტარტაპები ავსტრალიასა და ტეხასიდან ესტონეთამდე ცდილობენ მზის პანელებისა და ქარის ტურბინების მფლობელებს შანსი მისცენ გაყიდონ ენერგია პირდაპირ მომხმარებლებზე.
საქართველოში Golden Fleece ცდილობს მოიზიდოს 40 მილიონი აშშ დოლარი მონეტის პირველადი შეთავაზების გზით, რომელიც ინვესტორებს ჰპირდება დივიდენდების გაცემას ციფრულ ვალუტაში. ფული დაიხარჯება სერვერების ასაშენებლად ეთერიუმის მაინინგისთვის, რაც არის საკმაოდ პოპულარული კრიპტოვალუტა. სექტემბრის შემდეგ მისმა ფასმა 230 აშშ დოლარიდან 1 125 დოლარამდე მოიმატა. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა BitFury-ს თბილისის თავისუფალ სავაჭრო ზონაში მაინინგის ცენტრი აეშენებინა, რაც 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.
„მაინერები ეძებენ ადგილს, სადაც უფრო მაღალი მარჟა ექნებათ. ეს ძალიან არამდგრადი ბაზარია და ერთ დღეს შეიძლება ფული დაკარგო. ასე რომ, იაფი ენერგიის წყაროს ქონა ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამბობს ჯეიმს ბატერფილი, ETF Securities UK Ltd.-ს აღმასრულებელი დირექტორი, კვლევისა და ინვესტირების სტრატეგიის უფროსი.