Mercedes-მა Maybach-ი განაახლა (+ფოტო)

პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Mercedes-Benz-მა მის სამოდელო გამაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული მოდელის S-Class Maybach-ი განაახლა და ის ახლა იმაზე უფრო მდირულია, ვიდრე ოდესმე.

როგორც ცნობილია, კომპანიამ ულტრა-მდიდრული Maybach-ის ბრენდი 2015 წელს სწორედ ამ მოდელით გააცოცხლა, ახლა კი დადგა დრო მისი განახლების (რესტაილინგის).

ავტომობილში განახლებულია, როგორც გარე ვიზუალური მხარე, ასევე ინტერიერი.

ავტომობილს ესთეტიკურად აქვს განახლებული რადიატორის ცხაურა, რომლის დიზაინიც მან 6-მეტრიანი კონცეპტუალური მოდელისგან Vision Mercedes-Maybach 6-ისგან აიღო. ასევე გაზრდილია და სახეცვლილია 20-ინჩიანი ბორბლებიც და ორ ფერში შესრულებულა ძარა. ორი ტონის შეხამებაა ინტერიერშიც.

რაც შეეხება ძრავს, ის იგივე რჩება - S560 Maybach მიიღებს 463 ცხენისძალიან 4.0 ლიტრიან ბიტურბირებულ V8 აგრეგატს, ხოლო S650 აღიჭურვება 621 ცხენისძალიანი 6.0 ლიტრიანი მასიური V12-ით..

კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით Mercedes S560 100 კმ/თს სიჩქარის განვითარება 4,6 წამში შეუძლია, ამდენივეს ანდომებს ბევრად უფრო დიდი ზომისა და წონის S650-იც.

Mercedes-Maybach-ის სედანების მსოფლიო პრემიერა მარტში დაგეგმილ ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება, ხოლო მისი გაყიდვები გვიან გაზაფხულზე დაიწყება. ფასი ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინი ამჟამინდელი მოდელების მსგავსად 168,600 და 198,700 დოლარი ეღირება.

კოკა კვირკველია

bpn bpn bpn