Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიოს 66 ქვეყნის ეკონომიკის ანალიზის შედეგად ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად „დეპრესიული“ ეკონომიკის მქონე ქვყნების რეიტინგი შეადგინეს.
ეკონომიკების რანჟირებისას ექსპერტებმა ორიენტირად ინფლაცია და უმუშევრობა აიღეს.
უკვე მეოთხე წელია, რაც ეკონომიკის ანტი-რეიტინგს სათავეში უდგას ვენესუელა. მეორე ადგილზეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მესამეზე კი არგენტინა. „დეპრესიული“ ეკონომიკის ათეულში ასევე მოხვდნენ ეგვიპტე, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა, ესპანეთი, ბრაზილია, საუდის არაბეთი. თუმცა ამავე ათეულში წინა წელთან შედარებით დადებითი დინამიკა აჩვენეს ეგვიპტემ და უკრაინამ.
ყველაზე ნაკლებად „დეპრესიულ“ ეკონომიკად კი ექსპერტებმა ტაილანდი მიიჩნიეს, მას მოჰყვება სინგაპური, მესამეზე კი არიან იაპონია და შვეიცარია. ათეულშია ასევე ტაივანი, ისრაელი, ისლანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა და მეათე ადგილზე დანია და ჰონგ-კონგი.
კოკა კვირკველია