2018 წელს გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება, - ამის შესახებ „ტასს“ გროზნოს აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა სულთან გამბულათოვმა განუცხადა.
„2018 წელს გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება. საერთოდ, ჩვენ აპრილიდან ახალი მარშრუტების შემოყვანას ვგეგმავთ, მათ შორის დუბაისა და ამანის მიმართულებით. ასევე იგეგმება სოჭის, დონის როსტოვისა და სიმფეროპოლის მიმართულებით ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნაც“, - განაცხადა სულთან გამბულათოვმა.