სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, ამ ეტაპზე არც ერთ ავიაკომპანიას აღნიშნულ მიმართულებაზე განაცხადი არ შეუტანია.
შეგახსენებთ, რომ გროზნოს აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა სულთან გამბულათოვმა განაცხადა, რომ 2018 წელს გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება.
„2018 წელს გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება. საერთოდ, ჩვენ აპრილიდან ახალი მარშრუტების შემოყვანას ვგეგმავთ, მათ შორის დუბაისა და ამანის მიმართულებით. ასევე იგეგმება სოჭის, დონის როსტოვისა და სიმფეროპოლის მიმართულებით ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნაც“, - განაცხადა სულთან გამბულათოვმა.