1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4641 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4592 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0691 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.