”სარფსა” და ”ყაზბეგში” არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთასამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (წონა 136.87 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 30,176 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული ოქროსა (წონა 90.91) და ვერცხლის (წონა 200.43) ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე, უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,790.6 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 5,790.6 ლარის ოდენობით შეეფარდა.