სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა

სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს. არც ერთი მგზავრი არ არის დაშავებული, ყველა კარგადაა. „საქართველოს რკინიგზამ“ ყველა მგზავრს დაუბრუნა ბილეთის საფასური და ისინი სხვა ტრანსპორტით გადავიყვანეთ დანიშნულების ადგილამდე“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.