ამერიკამ კიბერთავდასხმების შედეგად 57-დან 109 მილიარდამდე დოლარით იზარალა

ვაშინგტონში კიბერთავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი დაითვალეს.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წელს ამერიკის დანაკარგებმა კიბერთავდასხმების შედეგად 57-109 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ციფრები თეთრ სახლს სპეცსამსახურების მიერ გამოკვლეული იფნორმაციის საფუძველზე „ეკონომიკური კონსულტანტების საბჭომ“ მიაწოდა.

კვლევის თანახმად ამერიკაზე თავდამსხმელი ჰაკერულ ძირითად ქვეყნებს შორის სახელდებიან: რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდ. კორეა.

„ნაციონალური დაზვერვის კვლევის თანახმად შეტევების შემსრულებლები ამ ქვეყნებიდან კარგად ფინანსდებიან, ისინი ხშირად ასრულებენ რთულ გამიზნულ შეტევას. ასეთი ქვეყნები ჩვეულებრივ მოტივირებულები არიან პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან სამხედრო მიზნებით, და მათ აქვთ მიზნების მთელი სპექტრი, რომლებიც სხვადასხვა დროს იცვლება. ასეთი ქვეყნები ხშირად გარეულები არიან სამრეწველო ჯაშუშობაში“ - ნათქვამია დოკუმენტში.

კოკა კვირკველია