იანვარში ხაჭაპურის ინდექსი 2.9%-ით შემცირდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების თანხამ 2018 წლის იანვარში 3.71 ლარი შეადგინა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო 1.3%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეკონომიკური საერთაშორისო სკოლა „აისეტ“-ის მონაცემებით, ინდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა - 6.5%-ით თელავში დაფიქსირდა. კერძოდ, ხაჭაპურის ღირებულება იქ 3.60 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ თელავი ამ კუთხით, ყველაზე იაფი, ხოლო თბილისი ყველაზე ძვირი ქალაქია საქართველოში.

ამასთან, ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსის შემცირება იანვარში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.