"ბეკო" აფართოებს სასპონსორო შეთანხმებას "ბარსელონასთან" და ინიციატივა - "ასე იკვებებიან პროფესიონალების" გლობალურ ელჩად ჟერარ პიკეს ასახელებს

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ახალი მთავარი გლობალური პარტნიორი ხდება

ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება.

ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ოფიციალური სავარჯიშო პარტნიორის სტატუსს. ამავდროულად „ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთვის“ საყოფაცხოვრებო ტექნიკის პირველ არჩევანად რჩება.

თურქეთის უმსხვილესი კონგლომერატისა და „ბეკოს“ დედობილი კომპანიის, Koç Holding-ის ვიცე-თავმჯდომარემ ალი ი. კოჩმა განაცხადა: „მოხარულები ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბთან - საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“. „ბეკოს“, ისევე როგორც „ბარსელონას“, აქვს სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესებისკენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობისკენ სწრაფვის საამაყო და ხანგრძლივი ისტორია. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ სპორტს საერთო ფასეულობების, გუნდური სულისკვეთებისა და ყოველდღიურად საკუთარი თავის გაუმჯობესების სურვილის საშუალებით ადამიანების დაახლოების წარმოუდგენელი ძალა აქვს. ამიტომ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვდგავართ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ ერთ მხარეს, ვინაიდან უახლოეს წლებში ჩვენ უფრო დიდი გლობალური ზრდისა და წარმატებისკენ მივისწრაფით“.

„ბეკო“ იყენებს საკუთარი ბრენდის ცნობადობას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ გლობალური ფან-ბაზის საშუალებით, რომელიც დაახლოებით 300 მილიონს აღწევს. ბრენდი ასევე ამაყობს იმით, რომ არის ერთ-ერთი სპონსორი იმ სამ კომპანიას შორის, რომლებსაც 13 ქვეყანაში, რომელთა შორის მოწინავე პოზიციები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უკავიათ, სპონსორობის ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვთ. 2014-2015 წლების სეზონის დასაწყისიდან, როდესაც სპონსორობის პირველი შეთანხმება დაიდო, „ბეკომ“ დააფიქსირა თანმიმდევრული ზრდა ესპანეთში და ბაზრის საუკეთესო სამეულში შევიდა. „ბეკომ“ ასევე გაზარდა საკუთარი, როგორც ცალკე მდგომი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი ბრენდის, ცნობადობა აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და აღმოსავლეთ ევროპაში.

შეთანხმების შეფასებისას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა: „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ და ვაფორმებთ სტრატეგიულ საპარტნიორო შეთანხმებას „ბეკოსთან“ - გლობალურ და ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვან ბრენდთან, რომელიც 5 კონტინენტზე და 140-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. ჩვენ გვაერთიანებს ახლო და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩვენი კლუბის მიერ მიღწეული სპორტული წარმატება და გლობალური პროექცია „ბეკოს“ იმიჯთანაც ასოცირდებოდა. შესაბამისად, „ბეკო“ „რაკუტენსა“ და „ნაიკისთან“ ერთად ხდება ჩვენი მთავარი პარტნიორი. საკუთარი საქმიანობის სფეროში წამყვან ბრენდთან პარტნიორობას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისთვის, რომ დავრჩეთ მსოფლიო ფეხბურთის ელიტის წინა რიგებში და ასევე განვავითაროთ ჩვენ მთავარი პროექტი „Espai Barça“ და სტრატეგიული პროექტები, რომლებიც მსოფლიო დონეზე ჩვენს პოზიციებსა და ორიგინალურობას გაამყარებს.

„არა მხოლოდ სპონსორობა, არამედ სოციალური მოტივიც“

ორივე ბრენდი მხარს უჭერს საერთო ფასეულობებს, რომელთა მიზანია ადამიანების ცხოვრება შეცვლა როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე. ეს საერთო ხედვა აისახა „ბეკოს“ გლობალურ ინიციატივაში „ასე იკვებებიან პროფესიონალები“ (‘Eat Like A Pro’) და დღეს „ბეკო“ და საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ ამ პროგრამის გლობალურ ელჩად ჟერარ პიკეს დანიშვნის შესახებ იუწყებიან.

‘Eat Like A Pro’-ს მიზანია შეიტანოს საკუთარი წვლილი ბავშვთა სიმსუქნის გლობალური ეპიდემიის დამარცხებაში და დაეხმაროს მშობლებსა და ბავშვებს ისეთ საკითხში, როგორიცაა ჯანსაღი კვების და საკვები პროდუქტების მნიშვნელობა, და აჩვენოს, თუ როგორ იკვებებიან მათი გმირები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად.

„ბეკოს“ ‘Eat Like A Pro’-ს ელჩი და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ჟერარ პიკე ამბობს: „მოხარული ვარ გავხდე ასეთი მნიშვნელოვანი და ნოვატორული კამპანიის ელჩი. მე სპორტით ძალიან ნორჩი ასაკიდან ვარ დაკავებული და ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ჯანსაღ კვებასა და საკვებ პროდუქტებს, ხოლო ახლა ჩემთვის, როგორც ორი შვილის მამისთვის, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ბავშვთა სიმსუქნის გლობალური სტატისტიკა უბრალოდ შოკისმომგვრელია და კიდევ უარესდება, ამიტომ „ბეკოსთან“ და ჩემს კლუბთან ერთად ამ გლობალურ პრობლემასთან ბრძოლაზე მუშაობით მე ძალიან ვამაყობ“.

კამპანია ‘Eat Like A Pro’-ს ვიდეორგოლი:

https://youtu.be/EUdm3g4qUpY

„ბეკოს“ შესახებ

“ბეკო“ არის კომპანია Arçelik-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდი და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ გლობალური პრემიუმ-პარტნიორი. ის აწარმოებს დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კონდიციონერებს და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. „ბეკო“ არის ევროპაში, „თეთრი ტექნიკის“ სექტორში ცალკე მდგომი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი ბრენდი და 2000-2016 წლებში ევროპულ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი გახდა. საკუთარი წამყვანი პოზიციების წყალობით „ბეკო“ არის გაერთიანებული სამეფოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და საფრანგეთის ცალკე მდგომი ტექნიკისა და პოლონეთის „თეთრი ტექნიკის“ მთლიან ბაზარზე საუკეთესო პოზიციები უკავია.

‘Eat Like A Pro’-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ www.Beko.com/eatlikeapro

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

„ბეკოს“ გლობალური ჯგუფი: Beko@mslgroup.com

(R)