კინოკომპანია დისნეიმ 2019 წელი ახალი რეკორდებით დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოდგენილმა, წლის პირველი ბლოკბასტერის „შავი პანტერას“ შემოსავალმა გასულ უქმეებზე ამერიკაში 192 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 360 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 192-მილიონიანი დებიუტით ფილმი ამერიკის კინოგაქირავებაში, ყველა დროის ყველაზე მაღალ დებიუტანტ ფილმებს შორის მეხუთე ადგილზე მოხვდა, ის ასევე არის ფერადკანიანი რეჟისორის (რაიან ქულერი) მიერ გადაღებული ყველა დროის ყველაზე მაღალი სადებიუტო შემოსავლის მქონე ფილმი.
„შავი პანტერა“ მარველის კომიქსების მიერ გადაღებული ფილმების ჩამონათვალში ყველაზე მაღალი დებიუტის მიხედვით მხოლოდ „შურისმაძიებლებს“ ჩამოუვარდება და აღემატება ისეთ ბლოკბასტერებს როგორიცაა „რკინის კაცი 3“, "შურისმაძიებლები ალტრონის ერა“ და „კაპიტანი ამერიკა: სამოქალქო ომი“ . ის ამავდროულად გახლავთ მარველის სტუდიის ზედიზედ მეთვრამეტე პირველადგილოსანი ფილმი სადებიუტო უქმეებზე. მის სარეკორდო მაჩვენებლებს შორის ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის ყველა დროის ყველაზე მაღალი სადებიუტო შემოსავლის მქონეა თებერვალში.
Disney-ის პროგნოზების მიხედვით ორშაბათის ჩათვლით, ოთხდღიან უქმეებზე (19 თებერვალი აშშ-ში უქმე დღეა პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებით) ფილმის შემოსავლები 220 მილიონ დოლარს მიუახლოვდება.
„შავი პანტერა“ მარველის კომიქსების გმირია, რომლის მიხედვითაც დისნეიმ და მარველის სტუდიამ ახალი ფილმი გადაიღეს, მისი გმირი თავდაპირველად სხვებთან ერთად გამოჩნდა ფილმში „კაპიტანი ამერიკა; სამოქალაქო ომი“, ამიერიდან კი მაყურებლის წინაშე წარსდგა როგორც დამოუკიდებელი გმირი. აღსანიშნავია, რომ ფილმში ძირითადად დაკავებული არიან ფერადკანიანი მსახიობები.
ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშიც არის შესაძლებელი.
კოკა კვირკველია