გასულ წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში პენსიონერთა და სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 10.8 ათასით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 898.1 ათასი; ხოლო 2016 წელს 887.3 ათასი შეადგინა. აქედან 732 067 ადამინი ასაკით პენსიონერი; 166 046 კი სხვადასხვა სოციალური პაკეტის მიმღები იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო 325 590 ოჯახი, საარსებო შემწეობას კი 131 502 ოჯახი იღებდა.