გასულ წელს დარღვევების გამო 30 ათას კილოგრამზე მეტი ხორცი/ხორცპროდუქტი განადგურდა

2017 წელს სურსათის სააგენტომ სხვადასხვა ტიპის დარღვევების გამო 30 373 კგ ხორცი/ხორცპროდუქტები გაანადგურა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (ifact.ge) ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინა წელს სეს-ის მიერ 11,472 კგ მყარი სურსათი, 10,325 ლიტრი თხევადი სურსათი და 3 100 ცალი კვერცხი განადგურდა.