საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „ვალე“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14-18 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, და ,,ვალე“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და ირანის მოქალაქეების ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (36 აბი), ნარკოტიკული (20 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (3,66 გრ.) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.