ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა

უამინდობის და ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ეს რეისებია: Lufthansa - მიუნხენის მიმართულებით, Qeshm Air - თეირანის მიმართულებით და Turkish Airlains - სტამბულის მიმართულებით.

გარდა ამისა, Georgian Airways-ის მოსკოვის რეისი თბილისის ნაცვლად, თავდაპირველად ქუთაისში ჩაფრინდა და შემდეგ გადმოფრინდა თბილისში. ასევე, ქუთაისში დაეშვა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი და უახლოეს პერიოდში გადმოფრინდება თბილისში.