დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეთ შიმშეკთან და ცენტრალური ბანკის მმართველთან მურათ ჩეთინქაიასთან, ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ნიჰათ ზეიბექჩისთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანს და სოფლის მეურნეობის მინისტრს აჰმეთ ესრეფ ფაკიბაბას.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი, მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილება.