Brexit-ის შემდგომ დიდი ბრიტანეთი წარმოების სტანდარტის შემცირებას არ აპირებს

შიში იმის შესახებ, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთი დაბლა დაწევს წარმოების ხარისხს, უსაფუძვლოა.

ამის შესახებ განცხადება „ბრექსიტის“ საკითხებში მინისტრმა დევიდ დევისმა დიდი ბრიტანეთი-ევროკავშირის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც Sky News იუწყება, ზოგიერთი კრიტიკოსი გამოთქვამს შიშს, რომ „ბრექსიტი“ გამოიწვევს ანგლოსაქსურ ეკონომიკაში დაღმასვლას „მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი დაიხუნძლება სესხებით ანტიუტოპისტურ ჟანრში, როგორც ეს ხდება „შეშლილ მაქსში“ (შეშლილი მაქსი - ეს არის ავსტრალიური პოსტაპოკალიფსური ფილმების სერია). მინისტრის განცხადებით, ეს შიშები უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს. „გაყრის“ შესახებ მოლაპარაკებები ლონდონსა და ბრიუსელს შორის ორ ეტაპად მიმდინარეობს.

კოკა კვირკველია