საბერძნეთმა საჭირო რეფორმების უმეტესი ნაწილი განახორციელა და ამიტომ, ევროზონის კრედიტორები ქვეყანას ახალ, მეოთხე სესხს მისცემენ.
ამის შესახებ ევროჯგუფის პრეზიდენტმა მარიო სენტენომ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საბერძნეთმა თანხის მისაღებად აუცილებელი 110 მოთხოვნიდან 108 შეასრულა. მან ასევე დასძინა, რომ შეხვედრაზე ათენის ვალის შემსუბუქების საკითხი განიხილებოდა.
ამასთან, საბრძნეთის ფინანსთა მინსიტრის ეუკლიდ ცაკალოტოსის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გეგმა აპრილში გამოცხადდება, რომლის შედეგაც ბრიუსელის შიშები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მემარცხენე მმართველი მთავრობა აღარ მიუბრუნდება არაპოპულარულ ეკონომიკურ რეფორმებს მას შემდეგ, რაც მიიღებს მორიგ დახმარებას ევროპისგან.
შეგახსენებთ, ფინანსური კრიზისი საბერძნეთში 2010 წელს დაიწყო. სახელმწიფოს გაკოტრებისგან გადასარჩენად, ევროკავშირმა მისთვის ფინანსური დახმარების გაწევა დაიწყო. 2015 წლის ივნისისთვის საბერძნეთის საგარეო ვალი უკვე 312 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
კოკა კვირკველია