მინდა დაგარწმუნოთ და იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე რუსული კომპანია „ნიკარემსტროის“ ესტაკადების მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალფიცირების საკითხს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.
„არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რუსულ კომპანია „ნიკარემსტროის“ თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.