საქართველოში მიმოქცევაში 8,7 მილიონი საბანკო პლასტიკური ბარათია

საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 8 719 886 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, იანვარში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 1 481 396 ერთეული შეადგინა, საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 7 238 490 ერთეული.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2017 წლის იანვარს ბაზარზე იყო 760 580 საკრედიტო ბარათი და 8 456 651  სადებეტო ბარათი, სულ 9 217 231 ბარათი.