ხვალიდან დედაქალაქში "ანტიოკუპაციური ტაქსი" გამოჩნდება, რომლის მომხმარებლებიც მგზავრობის საფასურს თავად განსაზღვრავენ.
"ანტიოკუპაციური ტაქსის" იდეა მოძრაობას "ძალა ერთობაშია" ეკუთვნის. როგორც მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული.
ჯერჯერობით ქალაქში მხოლოდ ერთი ტაქსი იმოძრავებს, რომელსაც "ანტიოკუპაციური ტაქსი" ეწერება.
"ეს არ არის კომერციაზე გათვლილი, არამედ არის სოციალური პროექტი და ის თანხა, რასაც "ანტიოკუპაციური ტაქსი" გამოიმუშავებს, მოხმარდება ანტიოკუპაციურ მოძრაობასა და იმ მისიას, რომელსაც საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ჩვენ უკვე თითქმის 7 თვეა ვაწარმოებთ. ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებლები იქნებიან მოქალაქეები, რომელთაც ოკუპაციის საკითხი აწუხებთ" - აღნიშნავს დავით ქაცარავა.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, "ანტიოკუპაციური ტაქსი" მიმართული იქნება ამავე საქმიანობაში ჩართული რუსული კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. იხილეთ გაგრძელება