„უძრავი ქონების მინიმუმ 100 დოლარით გაძვირებას ველოდებით მიმდინარე წლის ბოლომდე“ , - ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, კომპანია „არსის“ ფინანსურმა მენეჯერმა თორნიკე აბულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მშენებლობის სფეროში რეგულაციების გამკაცრებასა და ჯარიმების გაზრდაზე საუბრისას განაცხადა.
„რეგულაციებისა და სანქციების გამკაცრება მენაშენეებისთვის 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე დამატებით ხარჯს გამოიწვევს, რაც უძრავი ქონების ფასში ნამდვილად აისახება. ფასის გაძვირების გარეშე შედეგებს ვერ მივაღწევთ და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს რეგულაციები არის სწორი. წლის ბოლომდე ფასის ცვლილება ძირითადად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდება, რაც 1 კვადრატულ მეტრზე ფასის 80-100 დოლარით ზრდას გამოიწვევს, თუმცა, ეს ამით არ გაჩერდება,“-აღნიშნა აბულაძემ.