ნასიმ ტალების ლექციას სპეციალური სტუმრის რანგში საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაესწრება

მიმდინარე წლის 30 მარტსა და 1 აპრილს, ცნობილი მეცნიერი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ნასიმ ნიკოლას ტალები თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართავს ორდღიან ლექციას სახელწოდებით „გამძლეობა“.

ლექციას დაესწრებიან სტუმრები რუსეთიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი კომპანიების 100 „ტოპ“ მენეჯერი იქნება.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე იქნება, რომელიც ასევე სპეციალური წარმომადგენელია საქართველოს მთავრობიდან პროექტში „ახალი აბრეშუმის გზა“. მინისტრად დანიშვნამდე ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო ოთხი წლის განმავლობაში. მანამდე კი ის „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

„ცხოვრების განმავლობაში ერთხელ ეძლევა ადამიანს შესაძლებლობა მოუსმინოს ადამიანს, რომელმაც შემოგვთავაზა ფუნდამენტურად ახალი მიდგომა ალბათობასა და ნდობაზე თანამედროვე სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში,“ - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში მამუკა ბახტაძემ და ყველა ის ადამიანი, ვინც თანამედროვე ეკონომიკის საკითხებითაა დაინტერესებული ღონისძიებაზე მიიწვია.

გამძლეობის არსი გულისხმობს ობიექტის უნარს ისარგებლოს წარუმატებლობით, გაძლიერდეს სირთულეებთან შეჯახებისას და განვითარდეს ქაოტურ გარემოშიც კი.

ლექციაზე ტალები დეტალურად ისაუბრებს გამძლეობის ეფექტზე ცალკეული ადამიანების, სისტემებისა და ორგანიზაციების განვითარებაში. ის ახსნის მეთოდს, რომელიც განავითარა ობიექტის სიმყიფის განსასაზღვრად. ეს მეთოდი მენეჯერებმა შეიძლება გამოიყენონ თანამშრომლებთან და ზოგადად კომპანიასთან მიდგომისას. ტალები ასევე გასცემს პრაქტიკულ რეკომენდაციებს ფასიანი ქაღალდების პორტფელის შედგენის სტრატეგიის შესახებ, რაც გამძლეობის დონეს ზრდის.

ლექციის პროგრამა, მისი ახალი წიგნიდან Skin in the game ნაწყვეტებსაც შეიცავს.

წიგნში, რომელიც ემყარება ბევრ ისტორიულ მაგალითსა და პოლიტიკური პროცესების ანალიზს, ტალები ამტკიცებს, რომ გარისკვისა და თამაშში დარჩენის უნარი, მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, წარმატების მთავარი რეცეპტია.

გაიგეთ მეტი