ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველი: ბიტკოინი ვალუტის როლს ვერ ასრულებს

ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველი მარკ კარნი ამბობს, რომ სტანდარტული მიდგომების გათვალისწინებით, ბიტკოინი ვალუტის დანიშნულებას ვერ ასრულებს. მას არც დაგროვების ღირებულება გააჩნია და არც რაიმეს შეძენის საშუალება, რაც ფულის პირდაპირი დანიშნულებაა.

„ჯერჯერობით, ეს არშემდგარი ვალუტაა, თუ ფულის ტრადიციული ასპექტებით განვსაზღვრავთ. მას არ გააჩნია დაგროვებითი ღირებულება და არც გაცვლისას მედიუმის როლში იყენებენ“, - განაცხადა კარნიმ ლონდონის რეგენტთა უნივერსიტეტში გამოსვლისას. თუმცა დასძინა, რომ ციფრული ვალუტის ტექნოლოგია შესაძლოა, დეცენტრალიზებული ტრანზაქციებისთვის გამოსადეგი გახდეს.

ცენტრალური ბანკის მმართველი ასევე დასძენს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა (რომელიც 2019 წლის მარტში განხორციელდება) მტკივნეული რომ არ იყოს, ამისთვის საჭიროა, რომ ფინანსურმა ინსტიტუციებმა ბოლო წუთამდე და უფრო დიდხანსაც შეინარჩუნონ ე.წ. ეჭვის ეფექტი. მისი თქმით, ბრიტანეთის და ევროკავშირის ოფიციალური პირები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გასვლის პირობების წინასწარი ვარიანტი მარტის ბოლოსთვის მზად იყოს.