"ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს"

"ძალიან კარგია, რომ სამშენებლო ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა უმნიშვნელოვანესია ახლად შექმნილისამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს", - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სფეროს დარეგულირებისკენაა მიმართული თბილისის მერის და პარლამენტის ერთობლივი ინიციატივები, მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

”სანქციები გაიზრდება უნებართვო ან პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებისთვის. ამავდროულად, პარლამენტი მუშაობს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“, რამაც არსებითად უნდა მოაგვაროს სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემები”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.