"ხელფასი მაქვს 16 ათასი ლარი, საიდანაც 2/3 ქველმოქმედებაში მიდის"

დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდი არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ დივიდენდებით ფინანსდება. საპარტნიორო ფონდის დირექტორის განცხადებით, მართალია ოფიციალურად მას გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე დეპუტატს, თუმცა ის იგივე თანხას იღებს ხელზე, რასაც პარლამენტარები იღებენ.

”მეხუთე დირექტორი ვარ და ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ამას არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო, ვინაიდან ჩვენ ვართ ბანკთან გათანაბრებული სტრუქტურა და განვმარტავ, რომ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის თანხებს, არამედ ჩვენი შემოსავლებია დივიდენდები. ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო ხელფასი, ფორმირდება ჩვენი მოგებით.

ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს. დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში. ამას პირველად ვამბობ თქვენს გადაცემაში, ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა ირიცხება სამედიცინო უნივერსიტეტში, ხუთივე ფაკულტეტზე, სტიპენდიაა ყველაზე მაღალი. საჯარო სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, იღებს ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას საუკეთესო პედაგოგისა და მოსწავლისთვის. მუსიკალური სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, ყოველთვე, ასევე ყველაზე მაღალ თანხას იღებს პედაგოგისა და მოსწავლისთვის. ონკოლოგიის ცენტრი, სადაც მე ვმუშაობ, ბავშვთა განყოფილებას აქვს იმხელა თანხა, რომ აბსოლუტურად ყველაფრით არის აღჭურვილი. ამბროლაურისა და ონის ოთხი საუკეთესო მოსწავლე ჩემგან იღებს სტიპენდიას. ივნისში დაღუპული ოჯახი, რომელსაც პატარა ბავშვები დარჩათ, დღემდე ჩემგან ღებულობს დახმარებას. ეს თანხები არის ის, რომელიც აიღო დათო საგანელიძემ, დაუბეგრა და თანხა, რომელიც უნდა წაეღო სახლში, ამ თანხის 2/3 მიდის ამ მიზნით”, - განაცხად დავით საგანელიძემ.