ბიტკოინის ფასი კვლავ იზრდება. გუშინ საღამოს მონაცემებით პირველად 28 იანვრის შემდეგ ციფრული ვალუტის ფასმა 11,600$ შეადგინა, ეს კი რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული.
პოპულარულ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა ჩინურ ახალ წელს დაემთხვა, როცა მის მიმართ ინტერესი იზრდება, მეორეს მხრივ კი ამერიკის მარეგულირებლის გადაწყვეტილებამ იმოქმედა, რომელიც კრიპტოვალუტების რეგულაციებს უკავშირდება.
დღეისათვის ამ ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია 193,4$ მილიარდს შეადგენს და მისი წილი ციფრულ ვალუტებს შორის 38,3%-ია.
ბიტკოინისგან განსხვავებით კლება განიცადა ეთერიუმის ფასმა, მას შედმეგ, რაც 960$-ს მიაღწია მან 25%-იანი ვარდნა განიცადა. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 91,9$ მილიარდს შეადგენს, რაც საერთო ბაზრის 18,2%-ია.
ასევე ვარდნა განიცადეს რიპლმა და ბიტკოინ ქეშმა, თითქმის 1%-იანი კლების შემდეგ მათმა ღირებულებამ 1,10$ და 1,503$ შეადგინა.
ციფრული ვალუტების ხუთეულში იყო ლიტკოინიც, რომლის ფასიც 10%-ით გაიზარდა და 243$ შეადგინა. მისმა კაპიტალიზაციამ კი 13,5$ მილიარდი.
კოკა კვირკველია