ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Google-ის მეცნიერებმა, რომლებიც კომპანიის ჯანმრთელობის ტექნოლოგიების მიმართულებაში Verily-ში მუშაობენ, აღმოაჩინეს ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანების გულის პრობლემების პრევენცია შეუძლიათ.
საუბარია მოწყობილობაზე, რომელიც თვალის უკანა კედლის სკანირებით ადგენს ისეთი ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა პიროვნების ასაკი, სისხლის წნევა და მწეველობის დადგენაც კი. ეს კი შემდეგ საშუალებას იძლევა მოხდეს გამოცნობა, იმყოფება თუ არა პიროვნება კარდიალური დაავადებების რისკის ქვეშ, მათ შორის საუბარია გულის შეტევაზე.
როგორც გამოცემა verdge წერს, აღნიშნული ტესტი იგივე სიზუსტით იძლევა ინფორმაციას, როგორითაც მაგალითაც სისხლის ანალიზი, რომლის დროსაც დგინდება გულსისხლძარღვთა დაავადებებისსა და რისკების შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ ამ აპარატის წყალობით ინფორმაციის მიღება ბევრად უფრო სწრაფია. ამ ეტაპზე მოწყობილობისა და ამ მეთოდით სკანირება გადის ცდებს, შესაბამისად, მათი დანერგვა სამედიცინო მიმართულებით ამ ეტაპზე არ განიხილება.
ალგორითმის გამოსაცდელად Google-სა და Verily-ის მეცნიერებმა 300,000 პაციენტის მონაცემი შეისწავლეს. ეს ინფორმაცია მოიცავდა როგორც თვალის სკანირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასევე ჩვეულებრივ სამედიცინო ინფორმაციას.
შესაბამისად, სავარაუდოდ, მალე ადამიანებს გულის პრობლემების დასადგენად თვალში ჩახედავენ და არა გულზე მოუსმენენ ან ანალიზებს აუღებენ. ეს ახლა უკვე დროის ამბავია.
კოკა კვირკველია