საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 160 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.950 პროცენტით, მაქსიმალური 7.970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.963 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.