2018 წლის იანვარში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,734 მილიონი ლარით გაიზარდა.
კერძოდ, წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 68,547 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის იანვარში კი აღნიშნული მაჩვენებელი 58,813 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, 2018 წლის იანვარში ბანკების შემოსავლებმა 303,834 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 229,315 მილიონი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, წინა თვეში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,312 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 27,342 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ბანკებმა 5,783 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.