ილონ მასკი ადამიანების კიბორგებად ქცევის მომხრეა

მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ცნობილია მისი ფუტურისტული იდეებით და განცხადებებით, საზოგადოებას მოუწოდებს გახდნენ უფრო მეტად შერწყმულები მანქანებთან

(დაახლოებით კიბორგის სტილში), თუ არადა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ისინი აღმოჩნდებიან არარელევანტურები, ვინაიდან ეს მიმართულება ამჯერად ყველაზე დინამიურად ვითარდება.

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მომავალში ის ხედავს ბიოლოგიური ინტელექტისა და ხელოვნური ინტელექტის მეტ დაახლოებას. როგორც მან დუბაიში მიმდინარე World Government Summit-ის დამსწრე საზოგადოებას მიმართა, ეს ძირითადად ეხება გამტარ შესაძლებლობას, რომელიც განსაზღვრავს კავშირს თქვენს ტვინსა და თქვენსავე ხელოვნურ ინტელექტს შორის.

მან აქვე განმარტა, რომ კომპიუტერებს შეუძლიათ კომუნიკაცია „ტრილიონი ბიტი წამში“, მაშინ, როცა ადამიანები, როდესაც მათი მთავარი საკომუნიკაციო მეთოდით კლავიატურაზე ბეჭდავენ შესაძლოა, მხოლოდ 10 ბიტს აღწევდეს წამში. „სწორედ ამიტომ ეპოქაში, როცა ხელოვნური ინტელექტი ფართო გავრცელებას ჰპოვებს, ადამიანები იქნებიან უსარგებლონი, ამიტომ საჭიროა, ისინი შეერწყან მანქანებს“, - დასძინა მასკმა.

საუბრისას მასკმა ასევე გამოთქვა „შიშები“ ე.წ. „ღრმა ხელოვნურ ინტელექტზე“, რომელსაც დედამიწაზე ყველაზე ჭკვიან ადამიანზე ჭკვიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხებს შეიცავს.

კოკა კვირკველია