დიდუბეში ე.წ. კიროვის ქარხანა იწვის.არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეიბებისა და ლამინატის საწყობს უკიდია.
ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.
"ხანძარი კრილოვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო, 2 სამაშველო ჯგუფი და 1 სპეციალური ტექნიკა კიბით", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.