ლარი დოლართან მიმართებაში 0.81 თეთრით, ევროსთან მიმართებაში კი 1.23 თეთრით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4686 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4686 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4767 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0435 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0558 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.