მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები დაამტკიცეს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სამი საქალაქო სამსახურის უფროსები დაამტკიცეს. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიგა გიგაშვილი დამტკიცდა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ირაკლი გვილავა, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - რუსუდან მირზიკაშვილი.

დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სამივე კანდიდატს მოუსმინეს. სხდმას ესწრებოდა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძეც.