„მშენებლობების 80% უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე შესაჩერებელია“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კომპანია, რომელიც მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, მუშაობას განაგრძობს, 50 000 ლარით დაჯარიმდება.

საუბარია, დროებით შეჩერებულ ობიექტებზე, რომელთა მშენებლობაც დარღვევის გამოსწორებამდე, დოკუმენტაციის წარდგენამდე თუ სხვა მცირე პერიოდით არის შეჩერებული.

როგორც „მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა კომპანია „არსის“ ფინანსურმა მენეჯერმა თორნიკე აბულაძემ განაცხადა, დღეის მდგომარეობით მშენებლობების შეჩერება ფაქტობრივად, არ ხდება და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი ფაქტები გახშირდება.

მისივე თქმით, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე არსებული მშენებლობების 80% შესაჩერებელია.