„სამშენებლო ნებართვა შესაძლოა, „სვეტის“ გარდა სხვა კომპანიებსაც შეუჩერდეთ“

„სამშენებლო ნებართვა შესაძლოა, „სვეტის“ გარდა სხვა კომპანიებსაც შეუჩერდეთ“. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, უძრავი ქონების შეძენას ბევრი რისკი ახლავს და მოქალაქეებმა ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინონ, რომ თანმდევი საფრთხეებისგან თავი დაიზღვიონ.

„ბოლო პერიოდში სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებით არაერთი რეგულაციის გატარება გახდა საჭირო. მართალია, მშენებლობის ნებართვა ამჯერად კომპანია „სვეტს“ შეუჩერდა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ბევრი სამშენებლოა მსგავსი რისკის ზღვარზე. მოქალაქეებმა, რომლებიც უძრავი ქონების შეძენას გეგმავენ, აუცილებლად უნდა გათვალონ ყველა თანმდევი რისკი. რთულია, დამოუკიდებლად გაარკვიო რამდენად სანდოა ესა თუ ის კომპანია, აქვს თუ არა რაიმე პრობლემა იმ უძრავ ქონებას, რომლის ყიდვასაც აპირებენ და ა.შ. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეებმა სპეციალისტები დაიხმარონ - ადამიანები, რომლებიც უკეთ არიან ამ სფეროში ჩახედულნი და რომლებიც უფრო კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდიან მათთვის საინტერესო საკითხზე,“- განაცხადა გუჯელაშვილმა.

ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია „სვეტს“ რამდენიმე ობიექტეზე მშენებლობა შეჩერებული აქვს.

„სამშენებლო კომპანია „სვეტი“ დიდუბეში საცხოვრებელ კომპლექსს მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა. კიდევ ერთ ობიექტზე მშენებლობის შეჩერების მიზეზი დარღვეული პროექტი გახდა,“- ნათქვამია Myclient.ge-ს ვებგვერდზე.