კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 10,000-წლიანი საათის ვიდეო გაავრცელა, რომელიც შტატ ტექსასში West Texas-ის მთაზე შენდება.
ეს არის 150-მეტრიანი სიგრძის საათი, რომელიც დედამიწის თერმული ციკლის დახმარებით მუშაობს. როგორც ბეზოსმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, „ეს არის სპეციალური საათი, რომელიც შეიქმნა როგორც სიმბოლო გრძელვადიანი ხედვის“.
ამავე პოსტის მიხედვით, საათზე მუშაობა თითქმის 30 წელია, რაც გრძელდება და მისი დიდი ისარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ამოძრავდება, ხოლო პატარა (საუკუნის) ისარი 100 წელიწადში ერთხელ. რაც შეეხება გუგულს (ე.წ. „კუკუშკას“), ის მხოლოდ ათას წელიწადში ერთხელ „გამოვა“.
პროექტი 1989 წელს დენი ჰილსმა წარმოადგინა. როგორც ბეზოსმა განაცხადა, ის დენის ბოლო რამდენიმე წელია ამ პროექტზე ეხმარება.
„საათის მშენებლობა მთის შიგნით, დიდი გამოწვევაა. ეს შრომატევადი სამუშაოა და ჩვენ ყოველდღიურად მივიწევთ წინ“, - წერს ჯეფ ბეზოსი.
კოკა კვირკველია