„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა.
როგორც „თეგეტა მოტორსიდან“ იუწყებიან, ახალი ფილიალი ახალქალაქში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, 41 ნომერში გაიხსნა.
„მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ამ ყველაფერს მომხმარებელს „თეგეტა“ ერთ სივრცეში და ახლა უკვე ახალქალაქშიც სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც კომპნიაში აცხადებენ, ახალი სერვისცენტრის პროექტში 1 100 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. დასაქმდა 20-მდე ადგილობრივი, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსები „თეგეტას აკადემიაში“ გაიარეს.
„სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკა-დანადგარებით. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს, როგორც მსუბუქი და 4X4-ზე ავტომობილისთვის, ასევე სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო, სპეცტექნიკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, ზეთები, ფილტრები, დანადგარები, სპეცმოწყობილობები, აკუმულატორები და სხვა.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ - Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.