ავიაკომპანია Ryanair, შესაძლოა 2019 წელს საქართველოში შემოვიდეს

2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი შემოვიდეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.

“Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისაც. Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვესაუბრებით“, - აცხადებს ქეთი ალექსიძე.