სახელმწიფოს სადაზღვევო კომპანიის ყოფილი დირექტორი გია ფაცურია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სესხების შესახებ წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ფიზიკური პირების (ინდმეწარმე ფიზიკური პირების ჩათვლით) სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის, პირველი იანვრის მდგომარეობით 11,5 მილიარდ ლარს შეადგენს."
"საქართველოს ბანკების ჯამურმა აქტივებმა 2018 წლის 1-ლი იანვრისთვის 34.6 მილიარდი ლარი, 13.35 მილიარდი დოლარი შეადგინა."
პირველი ინფორმაცია რო შემეფეთა, მეორეც ვიპოვე - გამოდის რომ საბანკო აქტივების მესამედი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებია. საკმაო ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ე.წ. "ნაგავი აქტივია", დიდი ნაწილი. 240 ათასია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული. ხოდა მგონი არის იმის რისკი, რომ რაიმე ნეგატიურმა რყევამ დომინოს პრინციპით დასცეს საბანკო სისტემა.
დაზღვევის ელემენტი მხოლოდ ისაა, რომ ბანკების საწესდებო ფონდის 80% უცხოურ ფინანსურ სტრუქტურებს ეკუთვნის და წესით არ უნდა გაუჭირდეთ სისტემის რეკაპიტალიზაცია. მარა მაინც ბომბზე ვზივართ მგონი. თან ამ რეკაპიტალიზაციაში რას მოითხოვენ ეშმაკმა იცის.
2002 წელს მთლიანი საგარეო ვალი 2 მილიარდი $ იყო. ახლა 10 მილიარდია" - წერს ფაცურია.