ბოლო წლებში დევალვაცია მსოფლიოს მრავალმა ვალუტამ განიცადა, მათ შორის, ქართულმა ლარმა.
მაგრამ მსოფლიოში ისეთი ვალუტებიც არსებობს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობას ინარჩუნებენ. როგორც ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ამბობს, ნებისმიერი ვალუტის სტაბილურობის საზომი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და აღიარებული ვალუტა - აშშ-ის დოლარია. ირაკლი მაკალათია მსოფლიოს 10 ყველაზე მყარი ვალუტის შესახებ გვიამბობს:
ქუვეითური დინარი
ქუვეითი პატარა ქვეყანაა, მაგრამ უმდიდრესი რესურსები აქვს. ამ ქვეყნის ეროვნულ ვალუტას მსოფლიოში ქუვეითური დინარის სახელით იცნობენ. 1 ქუვეითური დინარი 3,28 აშშ-ის დოლარი ღირს. ეს ფიქსირებული ვალუტაა და უკვე წლებია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მყარ ვალუტად ჩამოყალიბდა. ქუვეითური დინარის სტაბილურობას ამ ქვეყნის მდიდარი ეკონომიკა განაპირობებს, ამ ეკონომიკის საფუძველს კი, ნავთობის საბადოები წარმოადგენს.ბაჰრეინის დინარი
მსოფლიოს ყველაზე მყარ ვალუტებს შორის ბაჰრეინის დინარიც უნდა დავასახელოთ. ბაჰრეინის სახელმწიფო სპარსეთის ყურეში მდებარეობს. ეს ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნის ეკონომიკაც ნავთობის ექსპორტს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინის ეროვნული ვალუტა 14 წელია ერთ ნიშნულზე დგას: 1 ბაჰრეინის დინარი = 2,65 აშშ დოლარს.ომანის რიალი
ყველაზე მყარი ვალუტების სიაში მესამე ადგილზე ომანის რიალია: 1 ომანის რიალი = 2,59 აშშ დოლარს. ომანი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებაცაა. ვალუტის სტაბილურობას ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსები განსაზღვრავს. ეს ქვეყანა მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირითა და სპილენძის მადნით.
იორდანული დინარი
დინარი 1950 წლის 1 ივლისიდან გახდა იორდანიის ოფიციალური ვალუტა. ამჟამად, 1 იორდანული დინარი 1,41 აშშ დოლარი ღირს. იორდანული დინარის მაღალი ფასი ეკონომისტებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან იორდანიას ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას ვერ ვუწოდებთ, ის არც ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი. სამაგიეროდ, იორდანიაში კარგად არის განვითარებული საბანკო სექტორი. ქვეყნის ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია სასუქების წარმოებაზე, ტურიზმზე, საზღვარგარეთ განხორციელებულ საბანკო გადარიცხვებზე და დახმარებებზე. ქვეყანაში 6 სპეციალური ეკონომიკური ზონა მოქმედებს და თითოეული მათგანი დიდი მასშტაბის ინვესტიციებს იზიდავს.ბრიტანული ფუნტი
დიდი ბრიტანეთი ანუ გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ბრიტანელები ოფიციალურ ვალუტად ფუნტ სტერლინგს იყენებენ, რომელსაც მეორენაირად ფუნტს უწოდებენ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ვალუტაა. ამჟამინდელი მონაცემებით, 1 ბრიტანული ფუნტის ფასი 1,41 ამერიკული დოლარია.კაიმანის კუნძულების დოლარი
კაიმანის კუნძულები გაერთიანებული სამეფოს წევრი ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 61 000 ადამიანი ცხოვრობს. ამჟამად 1 კ.კ. დოლარი = 1,22 აშშ დოლარს. კაიმანის კუნძულებზე შეღავათიანი საგადასახადო სისტემა მოქმედებს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ გადასახადების მხრივ კაიმანი ნამდვილი სამოთხეა, რადგან იქ საშემოსავლო და მოგების გადასახადები საერთოდ არ არსებობს. კაიმანის კუნძულების მოსახლეობა ძირითადად ტურიზმის სფეროშია დასაქმებული.ევროპული ევრო
ევროკავშირის ოფიციალური ვალუტა გახლავთ ევრო, რომელსაც ეს სახელი 1995 წლის 16 დეკემბერს დაერქვა. ევრო 1999 წლის 1 იანვარს პირველად გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მსოფლიო ვალუტაა. ამერიკული დოლარის შემდეგ ევრო ყველაზე გავრცელებული ვალუტაა მსოფლიოში, ის არის ოფიციალური ვალუტა ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ევროს ადმინისტრირება ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ხორციელდება. ამჟამად 1 ევროს ღირებულება 1,09 აშშ დოლარია.
აშშ-ის დოლარი
აშშ-ის დოლარი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვალუტაა მსოფლიოში, რისი საწინდარიც თავად ეს ზესახელმწიფო და მისი მძლავრი ეკონომიკაა. ქვეყანა ძალიან მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით. აშშ-ის დოლარს ანგარიშსწორებისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ, ამასთან, მსოფლიოში გვხვდება ქვეყნები, რომელთა ვალუტებსაც დოლარი ჰქვია. მაგალითად: ავსტრალიური დოლარი; ახალზელანდიური დოლარი; ბარბადოსის დოლარი; აღმოსავლეთ კარიბული დოლარი, ნამიბიური დოლარი და ა.შ...შვეიცარიული ფრანკი
შვეიცარია მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა, სადაც მაღალ დონეზეა განვითარებული საბანკო სისტემა. გასაკვირი არ არის, რომ შვეიცარიის ვალუტას საპატიო ადგილი უკავია ყველაზე რეიტინგულ ვალუტებს შორის. შვეიცარიული ფრანკი გარდა ამ ქვეყნისა, გადახდის საშუალებად ლიხტენშაინშიც არის აღიარებული. ცნობილ ვალუტებს შორის ფრანკი ერთადერთია, რომელსაც ვერტიკალური ფორმა აქვს. ბოლო მონაცემებით, 1 შვეიცარიული ფრანკის ღირებულება 0,99 აშშ-ის დოლარია.ლიბიური დინარი
მეათე ადგილზე ლიბიური დინარი უნდა დასახელდეს, რომელიც ბრუნვაში 1971 წელს შევიდა. ამჟამად 1ლიბ. დინარი = 0,74 აშშ დოლარს. ლიბიის ეროვნულ ვალუტას ქვეყნის ცენტრალური ბანკი უშვებს. ლიბია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რაც მისი ეკონომიკის სიძლიერის გარანტია. სწორედ ეს განსაზღვრავს ლიბიური დინარის მაღალ ფასს მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით.ხათუნა ჩიგოგიძე