„მეფრინველეობის ხელშეწყობისთვის, 2013 წლიდან 24 მილიონ ლარზე მეტი და 15 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხია გაცემული“

„მხოლოდ მეფრინველეობის დარგის ხელშეწყობისთვის, 2013 წლიდან 24 მილიონ ლარზე მეტი და 15 მილიონი დოლარის ოდენობის 600-ზე მეტი შეღავათიანი სესხია გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფოს მიერ აგარარული დარგის პრიორიტეტად გამოცხადების შემდეგ, არაერთი მიზნობრივი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებაა. მხოლოდ მეფრინველეობის დარგის ხელშეწყობისთვის, 2013 წლიდან 24 მილიონ ლარზე მეტ და 15 მილიონი დოლარის ოდენობის 600-ზე მეტი შეღავათიანი სესხია გაცემული.

შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში, ზრდადია ფრინველის ხორცის ადგილობრივი წარმოება; ასევე, მზარდი დინამიკით ხასიათდება საქართველოში კვერცხის წარმოება. ამასთან, კვერცხის მთლიანი მოხმარების 99.5%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებისგან შედგება.

რაც შეეხება სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას მეფრინველეობის დარგთან მიმართებაში, დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, კვერცხისა და ქათმის მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით იბეგრება. დღგ-ს ნაწილში შეღავათის დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდება ადგილობრივი წარმოება, რადგან ასეთის დაწესების შემთხვევაში, იმპორტირებულ ქათმის ხორცსაც იგივე პირობები შეეხება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, იმპორტირებულ ქათმის ხორცი ადგილობრივ ქათმის ხორცზე დამატებული ღირებულების გადასახადით განსხვავებული განაკვეთებით ვერ დაიბეგრება,“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება კვერცხს, სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე, პრაქტიკულად სრულად ადგილობრივი პროდუქციაა და იმპორტირებული კვერცხი თითქმის არ გვხვდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლიდან, საქართველოში ფიქსირდება ოჯახური მეურნეობების წილის კლების ტენდენცია ფრინველის ხორცისა და კვერცის წარმოებაში, რაც აღნიშნული სექტორით ბიზნესის დაინტერესებაზე მეტყველებს. 2012 წელს, ფრინველის ხორცის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წილი 27.9%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 66.2%-ს შეადგენდა. 2012 წელს, ფრინველის კვერცხის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წილი 61.0%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 70.5%-ს შეადგენს.

იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, მათ შორის ზრდადია ადგილობრივი წარმოებაც და დარგიც მომგებიანია, დღგ-ის შეღავათის დაწესება მიზანშეწონილი არ არის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით (სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის შესახებ), 2017 წლის ბოლოდან, 1 ფრთა ფრინველის სასაკლაოზე დაკვლის საფასური განისაზღვრა 0,015 ლარით, რამაც ხელი შეუწყო აღრიცხვიანობის საკითხის მოწესრიგებას. ფრინველის დაკვლაზე გადასახადის დაწესებამდე, 2017 წლის 8 თვეში აღრიცხული იყო, საშუალოდ, 196 ათასი ქათმის დაკვლა, ხოლო გადასახადის დაწესების შემდეგ, წლის ბოლომდე, ამ მაჩვენებელმა, საშუალოდ, 812 ათასი შეადგინა. აღრიცხვიანობის საკითხის მოწესრიგების გარდა, აღნიშნული რეგულაციით მომხმარებელი დაცულია, რადგან საეჭვო ჯანმრთელობისა და წარმომავლობის ფრინველის ხორცის ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა მინიმალურია,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით საქართველოში კვერცხის წარმოება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში წარმოებული ფრინველის კვერცხის რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და 590 მლნ ცალი შეადგინა. ამასთან აღნიშნული პროდუქტის მთლიანი მოხმარების 99.5%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებისგან შედგება.

bpn

ასევე, ზრდადია ფრინველის ხორცის ადგილობრივი წარმოება. 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში წარმოებული ფრინველის ხორცის რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა და 23.5 ათასი ტონა შეადგინა.

bpn bpn