თბილისის მოსახლეობის 43%-მა იცის, თუ რა არის კრიპტოვალუტა

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კრიპტოვალუტების თემა. “ეისითი” დაინტერესდა, სმენია თუ არა თბილისის მოსახლეობას ამ სიახლის შესახებ და თუ ფლობენ რომელიმე ტიპის კრიპტოვალუტას.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარს (43%) სმენია კრიპტოვალუტის შესახებ. მათგან ვისაც სმენია, 5% ფლობს რომელიმე ტიპის ციფრულ ვალუტას.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, შეუსრულებიათ თუ არა კრიპტოვალუტის საშუალებით რაიმე ტიპის ტრანზაქცია. აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილიდან, ვისაც სმენია კრიპტოვალუტის შესახებ 3%-ს შეუსრულებია ტრანზაქცია ვაჭრობის მიზნით, 2%-ს გამოუყენებია ვალუტა ონლაინ შოპინგის მიზნით, ხოლო 3%-ს შეუსრულებია გადარიცხვის ტრანზაქცია.

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

bpn