"ვიმედოვნებთ, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნით უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტიგავაკეთოთ საქართველოში", - ამის შესახებ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე მყოფმა Nike Ema-ს რეგიონალურმა დირექტორმა კანერ სოიტასმა განაცხადა.
მისი თქმით, უკვე ხუთ წელზე მეტია Nike Ema საქართველოში მუშაობს და წლიდან წლამდე ზრდის ბიზნესს.
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვართ. ჩვენ უკვე ხუთი წელზე მეტია ვმუშაობთ საქართველოში. თავდაპირველად, ჩვენ მცირე წარმოებით დავიწყეთ, თუმცა წლიდან წლამდე ვზრდით ჩვენს ბიზნესს „აჭარა ტექსტილთან“ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „აჭარა ტექსტილს“ და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი საწარმოს გახსნით უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კანერ სოიტასმა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფოთში დღეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი თანამედროვე საწარმო გაიხსნა, სადაც 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.
„აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima. ახალი საწარმოს გახსხნის შედეგად კომპანია პროდუქციას მიაწვდის New Balance-სა და Under Armour-ს. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათავო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.