Adidas-მა აშშ-ს თითოეულ შტატს ინდივიდუალური ფეხსაცმელი მიუძღვნა (+ფოტო)

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Adidas-მა 12 მხატვარი დაიქირავა, რათა შეექმნა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატის სიმბოლური დიზაინის მქონე ფეხსაცმელი. კოლექცია Ultraboost X-ის სპორტული ფეხსაცმლის სერიაზე შეიქმნა.

მხატვრებს დაევალათ ყოველი შტატისთვის დამახასიათებელი სიმბოლო დაეტანათ ფეხსაცმელზე, მაგალითად, ვისკონსინის შემთხვევაში ეს იყო ყველის სიმბოლო, ჯორჯიის შემთხვევაში ატმების, ვერმონტის შემთხვევაში მწვანე მთებისა და ა.შ.. მათი შერჩევა კომპანია Refinery29-ს მეშვეობით მოხდა. შედეგად კი 12 მხატვრით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ერთმანეთისგან განსხვავებული კოლექცია შექმნა.

ფეხსაცმელი აუქციონზე გავიდა და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა Women Win-ს, საქველმოქმედო მოძრაობას, რომელიც მიძღვნილია ლიდერი ქალებისათვის. აუქციონში მონაწილეობა 11 ივლისამდეა შესაძლებელი.

კოკა კვირკველია

იხილეთ ფოტოგალერეა