ტექნოლოგი მილაირდერი მაიკლ დელი აღმოჩნდა ის გასაიდუმლოებული მყიდველი მანჰეტენზე მდებარე „მილაირდერების კორპუსის“ პენტჰაუსისა, რომელიც დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ პენტჰაუსად ითვლება.
მასში მაიკლ დელმა 2014 წელს რეკორდული 100,47 მილიონი დოლარი გადაიხადა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პენტჰაუსი წარმოადგენს დუპლექსს და გააჩნია 6 საძინებელი. თავად შენობა კი, რომელიც მანჰეტენზე, ცენტრალური პარკის სამხრეთით „მილიარდერების რიგში“, 57-ე ქუჩაზე მდებარეობს, არის მანჰეტენის ყველაზე მაღალ შენობებს შორის - მისი სიმაღლე შეადგენს 306 მეტრს. ის კომპანია Miro Rivera Architects-მა ააგო, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ტეხასის დედაქალაქ ოსტინში, სადაც ასევე სათაო ოფისი აქვს მაიკლ დელის ტექნოლოგიურ კომპანიას Dell-ი.
მაიკლ დელი ცნობილია ექსტრავაგანტული უძრავი ქონებისადმი ინტერესით, მან ერთ-ერთი პენტჰაუსი ბოსტონში Four Seasons Private Residences-შიც შეიძინა 40 მილიონად, ასევე ბოსტონში მდებარე ბინა Millennium Tower-ში, 2016 წელს 10,9 მილიონად იყიდა. მის საკუთრებაშია ასევე ჰავაიში მდებარე Kona Coast of Hawaii, რომელიც ცნობილია სახელით "Raptor Residence."
კოკა კვირკველია