ბათუმელმა ბიჭმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 80 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა

18 წლის ბათუმელმა ბიჭმა, დავით ჯინჭარაძემ ბევრი სტუდენტისთვის საოცნებო, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში წელიწადში 80 000$-იანი დაფინანსება მოიპოვა. უნივერსიტეტი აბუ-დაბიში მდებარეობს.

უნივერსიტეტში მოსახვედრად დავით ჯინჭარაძემ რთული გზა გაიარა, საბოლოოდ კი მიზანს მიაღწია, 22 აგვისტოს აბუ-დაბიში ჩავა, 3 სექტემბერს კი უკვე სასწავლო პროცესში ჩაერთვება და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებას შეისწავლის. დავითი ჯერჯერობით ბათუმის 21-ე გიმნაზიის მოსწავლეა, რომელსაც მიმდინარე წელს დაამთავრებს.

"როდესაც შევიტყეთ, რომ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, მე და ჩემს მშობლებს ძალიან გაგვიკვირდა. ვერც დედაჩემმა და ვერც ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იმ ღამესვე ვერ გააანალიზეს, რა მოხდა. ორი დღე დასჭირდათ იმის გასაცნობიერებლად, რომ მ

ართლა მივდიოდი, თანხა გადასახდელი არ მექნებოდა და მქონდა ასე ვთქვათ 100 000-ობით დოლარის შეღავათი, როდესაც საქართველოში განათლების მისაღებად თანხის გადახდა მოუწევდათ. მომენტებში ჩემი თავის ნაკლებად მჯეროდა, რადგან ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შანსი 3%-ია, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტში 6%-ს შეადგენს. ჩემს მშობლებს კი თავიდანვე სჯეროდათ, რომ ასეთ პროექტებში ჩართვა თავიდანვე უნდა მეცადა," - აღნიშნა დავითმა Allnews.ge-სთან საუბარში.

დავით ჯინჭარაძემ უნივერსიტეტში მისაღებად საკუთარი მონაცემები გაგზავნა, შემდეგ გასაუბრებაზე დაიბარეს, თუმცა, უამინდობის გამო როგორც აეროპორტში, ისე მატარებლით მგზავრობისას შეფერხდა, ნერვიულობდა, რომ აბუ-დაბიში ჩასვლას ვერ მოახერხებდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა პრობლემა მოგვარდა, - "აეროპორტში მისვლის შემდეგ ადმინისტრაციის შეცდომის გამო ლამის სხვა ქალაქის თვითმფრინავში ჩავჯექი, საბოლოოდ კი გასაუბრებას მივუსწარი," - იხსენებს დავითი.

გასაუბრების პროცესი სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებული იყო. დავითის თქმით, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყურადღებას მხოლოდ ტესტირების შედეგებსა და აკადემიურ მოსწრებას არ აქცევს, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები და უნარები.

გაგრძელება იხილეთ