26 თებერვალს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება, რის გამოც, 2018 წლის 26 თებერვალს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.