საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტიიგეგმება.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5-6 მარტს საქართველოს ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს დელეგაცია, სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და დაბრუნების პოლიტიკის დეპარტამენტის, დაბრუნების პოლიტიკის შტაბის უფროსის ქრისტიან კლოსის ხელმძღვანელობით.
ვიზიტი მიზნად ისახავს ქართულ მხარესთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ მიგრაციული ნაკადების მხრივ არსებული ვითარების განხილვას და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მექანიზმების ერთობლივად შემუშავებას.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.